სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას სიცოცხლის დაზღვევის უმცროსი ანდერაიტერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
დასაქმების შემთხვევაში:
- შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
- გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
- იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამედიცინო განათლება (სასურველია სამკურნალო ან ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტები);
- სასურველია ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
- Excel-ის პროგრამის კარგად ცოდნა.
ფუნქციები:
- სტანდარტული სადაზღვევო რისკების შეფასება;
- სადაზღვევო წინადადების მომზადება;
- თანამშრომლობა და კოოპორაცია სხვადასხვა განყოფილებებთან (საოპერაციო, გაყიდვები და სხვა);
- ანგარიშების მომზადება და ზარალიანობის ანალიზი;
- გადამზღვევ კომპანიებთან კომუნიკაცია;
- პიროვნული თვისებები;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 25 აპრილის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სიცოცხლის დაზღვევის უმცროსი ანდერაიტერი“
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სტუდენტთა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს - 2 54 24 00