“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ევექსის საყოველთაო დაზღვევის აგენტის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: პოზიცია გულისხმობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციურ მომხმარებლებთან ბინაზე ვიზიტი და ამბულატორიული ქსელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება;
სამუშო მონაცემების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება ან ნებისმიერი კურსის სტუდენტი;
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებს კომპანია დამატებით შესთავაზებს:
კომპანია უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგს თანამშრომლებისათვის
თანამშრომლები უზრუნველყოფილი იქნებიან კორპორაციული მობილური სასაუბრო დროით
წარმატებულ თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ დაწინაურდნენ კოორდინატორის პოზიციაზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ოქტომბერი, 2018 წელი.
დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა გადმოაგზავნონ საკუთარი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითონ პოზიციის დასახელება „ევექსის საყოველთაო დაზღვევის აგენტი“.
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio