“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს სტაჟირებას ფარმაცევტული აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, 09:30-დან 18:30-მდე.
ძირითადი მოვალეობები:
• აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
• აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი განყოფილებების მიხედვით;
• განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
• აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი;
• საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება, სასურველია ფარმაციის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
• სასურველია კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
• ენერგიული;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ოქტომბერი, 2018
დაინტერესებულმა პირებმა 25 ოქტომბრამდე გადმოაგზავნეთ საკუთარი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: tsmugraduate@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ კომპანიის და პოზიციის დასახელება
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio