თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 170 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა 150 ათასამდე ადამიანს, რომელთაგან ბევრი კვლავ დევნილია.
საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.