19–21 ოქტომბერი, IV საერთაშორისო კონფერენცია “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”

19–21 ოქტომბერი, IV საერთაშორისო კონფერენცია “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”

2012 წლის 19-21 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, კურორტ წყალტუბოში ჩატარდა IV საერთაშორისო კონფერენცია - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია”, რომელიც მიეძღვნა გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს.


კონფერნცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკუტეტის დეკანი, პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინა კვაჭაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ქავთარაძე, გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ნატო კაკაბაძე, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მარინა გიორგობიანი, შპს „დეკა“-ს ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დურმიშხან ჩიტაშვილი, თსსუ-ის ფარმაკოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნელი ანთელავა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მედიცინის დოქტორი ქეთევან ხაზარაძე. 

   


სიტყვით გამოვიდნენ: პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ირაკლი ფაღავა, შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუის დირექტორი, პროფესორი რუსუდან ჯავახაძე, გარემოს მედიცინის ასოციაციის პრზიდენტი, პროფესორი რევაზ კვერენჩხილაძე, თსსუ-ის კვებისა და ასაკობრივი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი დავით (შალვა) ზარნაძე.
IV საერთაშორისო კონფერენციაზე - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია” მოხსენებები წარმოადგინეს:

  • „გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი 85 წლისაა - ტრადიციები მომავალი წარმატებების საწინდარია “ - მ. გიორგობიანი, ი.განუგრავა, რ.თათარაძე, ნ.კაკაბაძე;
  • „რადონის პრობლემის სამედიცინო-ბიოლოგიური ასპექტები საქართველოში“ - ი.განუგრავა, ქ. ხაზარაძე, ბ ზურაშვილი, რ თათარაძე, მ. მირცხულავა, მ.გიორგობიანი.
  • „აფლატოქსინები ზოგიერთ საკვებ პროდუქტსა და ნედლეულში“ - გ. დვალი, დ. ფოფხაძე, მ. ლეჟავა;
  • „ჯანმრთელობის ეფექტები თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულ ჯგუფებში“ - მ. ციმაკურიძე, რ.კვერენჩხილაძე, ნ.ხუნაშვილი, მ. ციმაკურიძე, მ.ქვარცხავა;
  • „ქ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გავლენა საცხოვრებელი ფართობების მანგანუმის დიოქსიდით დამტვერიანებაზე“ - მ. ვ.გრძელიშვილი, მ.ბ. მირცხულავა, მ.ა. ლაშხაური, მ.თ. გიორგობიანი, გ.ნ. დვალი, ქ. გ. კიკნაძე, ნ.დ. შუბითიძე;
  • „თანამედროვე მიდგომები სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის პრობლემისადმი და ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგები“ - ბ.ყურაშვილი, გ.კვერენჩხილაძე, კ.სოხაძე;
  • „მოსახლეობის უფლება ჯანდაცვაზე და სამედიცინო დახმარების თანამედროვე კონცეფცია“ - ნ. გოკიელი, შ ზარნაძე, მ. ყუფარაძე, ი. მანჯავიძე, დ.კიტოვანი, ი.ზარნაძე;
  • „გლობალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კვებითი ქცევის ცვლილებებზე“ - თ.დარსანია, შ.ზარნაძე, ი.ზარნაძე;
  • „ნაწლავის ტუბერკულოზით გამოწვეული გაუვალობის იშვიათი შემთხვევა“ - ლ.ახმეტელი, ლ.საგინაშვილი, ლ.ძნელაძე;
  • „ათეროსკლეროზული პროცესის დროული გამოვლინება ახალგაზრდულ ასაკში“ - ა. კოჭლამაზაშვილი, თ.კბილაშვილი;
  • ფარმაცევტული ზრუნვის ასპექტები საქართველოში“ - თ.ჭუმმბურიძე, ნ.ბოკუჩავა, ნ.ნემსიწვერიძე, ვ.ერიაშვილი, თ.ზარქუა;
  • ჰეპატოპროტექტორების ეფექტურობის შეფასების მეთოდები ექსპერიმენტში“ - ნ.ანთელავა, მ.ღონღაძე, მ.ოკუჯავა, ქ.პაჭკორია, მ.გოგოლაური;
  • სამედიცინო ტურიზმის განვითარება საქართველოში“ - თ. ბაქრაძე, მ.ჯინჭარაძე, მ.შუბითიძე;
  • რადიაციული ფაქტორით განპირობებული შორეული შედეგების პროგნოზირება საქართველოს ზოგიერთი მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისათვის“ - ი.კუგოტი, ნ.ვეფხვაძე;
  • მოჭიდავეებში აქტიური და პასიური სახით დასვენების პირობებში მუშაობის უნარიანობის აღდგენის თავისებურებები“ - დ.ჩიტაშვილი, ე.კორინთელი, ე.მურვანიძე;


კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე - “რადონის პრობლემა საქართველოში”.
კონფერენციაზე წარმოდგენილი სტატიები დაიბეჭდა სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” (სპეციალური გამოშვება).
IV საერთაშორისო კონფერენციის - “ჯანმრთელობა და ეკოლოგია” მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
დასასრულს მონაწილეებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე და განახლებული ბაგრატის ტაძარი.