2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოქმედებს ახალი ქართულ–ფრანგული პროგრამა – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“

2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოქმედებს ახალი ქართულ–ფრანგული პროგრამა – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“

ორმხრივი ურთიერთანამშრომლობის შედეგად, 2012 წლიდან თსსუ–ში ამოქმედდა ქართულ–ფრანგული საბაკალავრო პროგრამა – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“, რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის („უნიმენი“, საფრანგეთი) ერთობლივი პროექტის საფუძველზე... 
2012 წლის სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის I და II კურსზე 2 საპილოტო ქართულენოვანი ჯგუფი შეუდგება ამ პროგრამით სწავლას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის I და II კურსის ნებისმიერ სტუდენტს საშუალება აქვს, პირადი განცხადების საფუძველზე, სწავლა გააგრძელოს ახალი ქართულ–ფრანგული პროგრამით – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“.

ქართულ–ფრანგულ პროგრამაზე ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ სწავლა მიმდინარეობს:

საქართველოს მოქალაქეებისთვის – ქართულ ენაზე.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – ინგლისურ ენაზე.

კურსამთავრებულები მიიღებენ ბაკალავრის ხარისხის 2 დიპლომს:

1. ქართულ დიპლომს, აღიარებულს საქართველოს კანონმდებლობით;
2. ფრანგულ დიპლომს, აღიარებულს საფრანგეთის კანონმდებლობით.

სწავლის ხანგრძლივობა 4 წელია. სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს 4000 ლარს, უცხოელი მოქალაქეებისათვის – 4 000 ამერიკულ დოლარს.