2013 წლის სექტემბრიდან დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის სექტემბრიდან დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იწყებს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი  პროექტის საფუძველზე. პროგრამის მიზანია აღზარდოს საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური ექიმები (მედიკოსები), რომლებიც მზად არიან დიპლომისშემდგომი განათლებისა და სპეციალური მზადებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ (კერძოდ აშშ-ში).

პროგრამა სრულად ინტეგრირებულია და სტუდენტს საშუალებას აძლევს სწავლის დაწყებისთანავე აქტიურად იყოს ჩართული კლინიკურ საქმიანობაში და ამავდროულად, განახორციელოს სამეცნიერო საქმიანობა. პროგრამის  ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია მომავალ ექიმებს განუვითაროს სწავლის უნარი და მოტივაცია მთელი სიცოცხლის განმავლობაში; პროგრამის ფარგლებში, წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სამეცნიერო კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობის გარკვეული ეტაპები გაიარონ ემორის უნივერსიტეტში, ატლანტა, აშშ. ინგლისურენოვანი სწავლება და პროგრამის სტრუქტურა გაუადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (United State Medical Licensing Examination – USMLE ) ორივე საფეხური. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.

იხ. საინფორმაციო ბროშურა

მსურველთა პროგრამაში ჩართვა განხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 2542449
ელ.ფოსტა: USMDprogram@tsmu.edu
www.tsmu.edu
ვაჟა–ფშაველას N.33, თბილისი, 0177