2014–2015 სასწავლო წლის დაწყებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საზეიმო კონცერტი მიუძღვნა

2014–2015 სასწავლო წლის დაწყებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საზეიმო კონცერტი მიუძღვნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შეკრებილ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერებს მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად კონცერტს დაესწრნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი დავით თოფურია, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზაზა ტალახაძე.

შეკრებილ სტუდენტებს არაერთი საინტერესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი წარუდგინეს. დიდი მოწონება დაიმსახურა  თსსუ–ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო განწყობას თავისთავადაც ქმნის, მაგრამ ის დახვედრა, რომელიც მათ თსსუ–ის ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა ჯერ უნივერსიტეტის ეზოში მოუწყო, შემდეგ კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებულ კონცერტზე გაგრძელდა, არასდროს დაავიწყდებათ.