2016/2017 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ

2016/2017 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ

   
   

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უამრავი სტუმარი ეწვია. საგანგებოდ ამ თარიღისთვის თბილისში ჩამოვიდნენ უცხოელი სტუმრები: პროფესორი  ვიაჩესლავ ჟდანი – უკრაინის მედიცინისა და სტომატოლოგიის აკადემიის რექტორი (პოლტავა, უკრაინა); პროფესორი ჰანნა ტრებაცი – ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომისშემდგომი განათლების დარგში (ლუბლინი, პოლონეთი); პროფესორი  თომას  აიჰხორნი – თსსუ–ის საპატიო დოქტორი, კარლ-თაიმის კლინიკის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კოტბუსი, გერმანია); პროფესორი ტიმო ულრიხსი – თსსუ-ის საპატიო დოქტორი, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ექსპერტი, კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის ტუბერკულოზის სექციის ხელმძღვანელი (ბერლინი, გერმანია); პროფესორი ოლეკსანდრ ივაშჩუკი – ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში (ჩერნოვცი, უკრაინა); ლიუბოვ სმაგლიუკი – უკრაინის მედიცინის და სტომატოლოგიის აკადემიის ორთოდონტიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (პოლტავა, უკრაინა); ლეზეკ რომანოვსკი – პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და მტევნის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი ( პოზნანი, პოლონეთი) ;იოჰან ალიუსი – თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, იმპლანტოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი (ნიურბერგი, გერმანია); მარლის ჰოეკი – კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის მიკრობიოლოგიის სექციის ხელმძღვანელი (ნიურბერგი, გერმანია); ჰელმუტ ჰანი – თსსუ-ის საპატიო დოქტორი კოხ-მეჩნიკოვის ფორუმის პრეზიდენტი (ბერლინი, გერმანია) და ალექსის სიდოროფი – ინსბრუკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დერმატო-ვენეროლოგიური დეპარტამენტის პროფესორი (ინსბრუკი, ავსტრია). სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი.

შეხვედრაზე სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს სტუმრობისთვის. შეხვედრის დასასრულს დოქტორ იოჰან ალიუსს გადასცა მოწვეული სტუმარ-პროფესორის წოდების დამადასტურებელი სიგელი, ხოლო პროფესორ თომას აიხჰორნს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების აღმნიშვნელი სიგელი. ასევე, სიმბოლური საჩუქრები გადაეცა ყველა სტუმარს.

შეხვედრის შემდეგ ყველამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში გადაინაცვლა, სადაც ახალი,  2016/2017,  სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმათა.