2018 წლის 18-21 ნოემბერს, ბათუმში მდებარე ახლად გახსნილ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა უფასო კონსულტაციები ჩაუტარდათ.

2018 წლის 18-21 ნოემბერს, ბათუმში მდებარე ახლად გახსნილ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა უფასო კონსულტაციები ჩაუტარდათ.

2018 წლის 18-21 ნოემბერს, ბათუმში მდებარე ახლად გახსნილ "კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში“  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა უფასო კონსულტაციები ჩაუტარდათ.

კონსულტაციები ქართველ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარა ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში მოწვეულმა სპეციალისტმა, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) მედიცინის სკოლის ოკუპაციურმა თერაპევტმა.

აქციას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი,პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე,  ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი,  კლინიკის გენერალური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) მოწვეული პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და ამერიკული კორპორაციის „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის კოორდინატორი“ ნინი ზარდიაშვილი დაესწრნენ. 

უფასო კონსულტაციის  შემდგომ პაცინტებს შესაძლებლობა აქვთ რეაბილიტაციის სრული კურსი გაიარონ აღნიშნულ კლინიკაში.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“  აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში 12 ნოემბერს  USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში" ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) დახმარებით გაიხსნა.