26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიება ქუთაისში თსსუ-ის აქტიური ჩართულობით გაიმართა

26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიება ქუთაისში თსსუ-ის აქტიური ჩართულობით გაიმართა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში  თემატური ღონისძიებები გაიმართა.  საზეიმო დღის აღნიშვნას ქუთაისში ორგანიზება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაუწია, კამპანიით -  "გააზიარე ცოდნა". 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტრადიციულად აქტიურად იყო ჩართული ღონისძიების მიმდინარეობაში და სადღესასწაულოდ მოწყობილი სივრცის დამთვალიერებლებს მრავალფეროვან შემეცნებით და სანახაობრივ აქტივობებს სთავაზობდა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სივრცის დამთვალიერებლებს  საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ: თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის მიერ წარმოდგენილ თანამედროვე მულაჟებს, მოლეკულური  და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მიერ  ჩატარებულ აქტივობას ,,წაიღე შენი დნმ“. დამთვალიერებლები  თავად ერთვებოდნენ პრაქტიკულ სამუშაოებსა და  მანიპულაციებში. 

ღონისძიებაზე, თსსუ-ის  სტუდენტურმა თვითმმართველობამ წარმოადგინა ინტერაქტიული  გათამაშებები,  რომელიც მოიცავდა კითხვებს  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან და  საქართველოს ისტორიიდან . გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.