22-26 აპრილს, ლისაბონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული მოხსენება და აბსტრაქტი წარადგინეს

22-26 აპრილს, ლისაბონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული მოხსენება და აბსტრაქტი წარადგინეს

2022 წლის 23-26 აპრილს, ქ. ლისაბონში (პორტუგალია) „კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების“ 32-ე ევროპული კონგრესი გაიმართა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სასტენდო მოხსენება და აბსტრაქტი, რომელიც მომზადდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის და ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის მიერ.

მოხსენებაში წარმოდგენილი კვლევა „ანტიბიოტიკების გამოყენების გლობალური გავრცელების კვლევა ჰოსპიტალიზებულ COVID-19 პაციენტებში საქართველოში: რა შეცვალა პანდემიამ?“, რომელიც შესრულდა ბელგიის ქ. ანტვერპენის უნივერსიტეტის სამედიცინო მიკრობიოლოგიის, ვაქცინაციის და ინფექციური დაავადებათა ინსტიტუტის (VAXINFECTIO), მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერების ფაკულტეტთან კოლაბორაციით.

ავტორები არიან თსსუ-ის პროფესორები: ყარამან ფაღავა, ირმა კორინთელი და ელენე ფაღავა ასევე, ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორები: ანა ვერსპორტენი, ინეს პოუდერი და ჰერმან გოსენსი.