საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 3rd International Conference on cardiovascular and Cardiac Surgery

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 3rd International Conference on cardiovascular and Cardiac Surgery

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ვ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ფარმაკოიმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი,  ირინა ანდრონიკაშვილი მიმდინარე წლის 4-8 ივლისს ბერლინში (გერმანია),  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - 3rd International Conference on cardiovascular and Cardiac Surgery - იმყოფებოდა. 

კონფერენციას მსოფლიოს გამოჩენილი კარდიოლოგები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ლექციები, დისკუსიები კარდიოლოგიის ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. კონფერენციაზე  განიხილეს საინტერესო კლინიკური შემთხვევების და კლინიკური კვლევების შედეგები. 

ასოც. პროფესორმა ირინა ანდრონიკაშვილმა წარადგინა  მოხსენება  - Relation of blood pressure circadian rhythm and proximal reabsorption of sodium to salt-sensitive hypertension.