2023 წლის 19 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა "მერვე სამედიცინო სასწავლო კონფერენცია – 8 th Medical Teaching Conference ".
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ მოხსენებებები მედიცინის უახლეს მიღწევებსა და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე. კონფერენცია ქართულენოვან და უცხოურენოვან სექციებად იყო დაყოფილი და მასში მონაწილეობა მიიღო 16-მა მომხსენებელმა, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
თითოეული სექციიდან გამოვლინდა ორ-ორი გამარჯვებული მოხსენება, რომელთაგან ერთი ჟიურიმ, ხოლო მეორე დამსწრე საზოგადოებამ შეარჩია.
ჟიურის რჩეული მოხსენებები:
,,პერკუტანეული ტრანსჰეპატური ბილიარული დრენირება“ - ლუკა საფარაშვილი, ლევან ფიფია (თსსუ);
,,REVOLUTIONIZING GENETICS: The Impact of CRISPR-Cas9 in Modern Science and Medicine“ - სუჯალ სატა; ნიშთა პამჩალი (თსსუ).
საზოგადოების რჩეული მოხსენებები:
,,კორტიკალური ბაზალური განგლიების დეგენერაცია“ - გვანცა გოჩალეიშვილი, მართა ბერიძე , ნინო ნემსაძე (თსსუ);
,,Tourette syndrome“ - ანა თვალავაძე (თსუ).
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოხსენებები დაიბეჭდება ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სამეცნიერო ნაშრომთა ყოველწლიურ კრებულში.