AMEE-ESME-ს სასწავლო, ხუთდღიანი ინტერაქტიული ტრენინგ-კურსი

AMEE-ESME-ს სასწავლო, ხუთდღიანი ინტერაქტიული ტრენინგ-კურსი

2019 წლის 20-24 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნასთან ერთად ჩატარდა AMEE-ESME-ს სასწავლო, ხუთდღიანი ინტერაქტიული ტრენინგ-კურსი - "ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში", რომელსაც უძღვებოდა AMEE-ს დირექტორატის წევრი და AMEE-ს სართაშორისო განვითარების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ტრევორ გიბსი. ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო 50-მდე მსმენელმა, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სამედიცინო განათლების ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ სტრუქტურებს.