ივანე თარხნიშვილის დაბადებიდან 177-ე წლისადმი მიძღვნილი მემორიალური საღამო

ივანე თარხნიშვილის დაბადებიდან 177-ე წლისადმი მიძღვნილი მემორიალური საღამო

2023 წლის 29 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ,ივანე თარხნიშვილის დაბადებიდან 177-ე წლისადმი მიძღვნილი მემორიალური საღამო. 

ღონისძიება ჩატარდა თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით.

მემორიალურ საღამოს ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება გახსნა თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა სოსო სოსელიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება ,,ივანე თარხნიშვილი მეოცე საუკუნის ქართულ მსოფლხედველობასა და პუბლიცისტიკაში“. ღონისძიებაზე ასევე, მოხსენებებით წარსდგნენ: თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ცაგარელი და აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია.

შეხვედრა შეაჯამა თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ჭიჭინაძემ.