თბილისის   სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  მორიგი  აკადემიური  გამარჯვება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მორიგი აკადემიური გამარჯვება

სამედიცინო  განათლების  მსოფლიო ფედერაციის (WFME) და  უცხოელ სამედიცინო კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG) ერთობლივი  გადაწყვეტილებით,  2024 წლიდან, ევროატლანტიკურ სივრცეში  აღიარებული იქნება დიპლომირებული მედიკოსის მხოლოდ ის პროგრამები, რომელთაც ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია.  

მნიშვნელოვანია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მოქმედმა აკრედიტაციის საბჭომ, სამედიცინო  განათლების  მსოფლიო ფედერაციის მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების და პროცედურების მიხედვით,  2021 წლის ივნისში, უმაღლესი შეფასებით ყველა სტანდარტში საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ოთხივე საგანმანათლებლო პროგრამას: დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-, ინგლისურ- და რუსულენოვან  პროგრამებს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ამ ამოცანასაც  ღირსეულად გაართვა თავი.