![]() |
2013 წლის 25 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია კომპანია “Alpha-Bio tec”-ის გაყიდვების მენეჯერი რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში, ბატონი ალექსი პუპკო.
კომპანია “Alpha-Bio tec” 25 წელზე მეტია, მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა, დენტალური იმპლანტების, პროთეზების, ბიო-მასალებისა და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების განვითარებისა და წარმოების სფეროში.
“Alpha-Bio tec”-ის წარმომადგენელი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სოსო მღებრიშვილი, პროფესორი კახა მეტრეველი, “Alpha-Bio tec”-ის ექსკლუზივის მფლობელი კომპანია “ImplaDent”-ის გენერალური დირექტორი ერასტი შენგელია და ფირმის ექსკლუზიური დირექტორი ლევან კაკაბაძე.
შეხვედრისას “Alpha-Bio tec”-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გადასცემს სასწავლო-პრაქტიკულ მასალებს, მულაჟებს, დენტალურ იმპლანტებსა და სასწავლო-ტენიკურ მოწყობილობებს. პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებსა და ტრადიციაზე, რომელიც უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციებსა და ოპერაციებს გულისხმობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში. კომპანია „Alpha-Bio tec“-ის წარმომადგენელმა გამოთქვა თსსუ-თან აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის სურვილი, რომელიც გულისხმობს უცხოენოვანი ლექტორების მოწვევასა და სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვას.