ასოცირებული პროფესორის ნათია კვიჟინაძის ვიზიტი რუმინეთში

ასოცირებული პროფესორის ნათია კვიჟინაძის ვიზიტი რუმინეთში

2022 წლის 11-15 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია კვიჟინაძე მივლინებით იმყოფებოდა იულიუ ჰაციეგანუს მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტში (რუმინეთი). ვიზიტი განხორციელდა ,,Erasmus+“-ის  KA 107 აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს აკადემიური პერსონალის ინდივიდუალურ მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტებში.  პროექტი ხორციელდება უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ,,Erasmus+“-ის  საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში..

რუმინეთში ვიზიტისას ქართველმა პროფესორმა ლექციები წაიკითხა ფარმაკოეკონომიკის მთავარი და საკვანძო საკითხების შესახებ, რომლებსაც ესწრებოდნენ ფარმაცევტული ტექნოლოგიის, ფარმაცევტული კოსმეტოლოგიის, კლინიკური ფარმაციის პროგრამის მაგისტრანტები, დოქტორანტები და ფარმაციისა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი.

იულიუ ჰაციეგანუს უნივერსიტეტში ყოფნისას ასოცირებული პროფესორი ნათია კვიჟინაძე შეხვდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (სპეციალობით - ფარმაცია), პროფესორ რადუ ოპრეანი, ფარმაციის ფაკულტეტის ადმინისტრაციას და ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის და ადმინისტრირების დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს.  

,,ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული აღნოჩნდა. ჩემსა და  იულიუ ჰაციეგანუს  მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შორის მოხდა ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.  უნივერსიტეტის მხრიდან გამოითქვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი“- აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ნათია კვიჟინაძემ.