ასოცირებული პროფესორის, ნინო თევზაძის ვიზიტი რუმინეთში

ასოცირებული პროფესორის, ნინო თევზაძის ვიზიტი რუმინეთში

2023 წლის 3-7 ოქტომბერს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო თევზაძე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ქალაქ იასში (რუმინეთი), სადაც ჩატარდა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის კონფერენცია - AMSE 2023. 

შეხვედრაზე ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თევზაძემ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში მომზადებული აბსტრაქტის - „როგორია მასწავლებელთა მზაობა სამედიცინო განათლებაში დიგიტალიზაციის გამოწვევების საპასუხოდ? – მასწავლებელთა 360 გრადუსიანი შეფასება” (“Are teachers ready to change in response to digitalization challenges in medical education? – 360 degree assessment of the teachers”) ზეპირი მოხსენება წარდაგინა.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, მოხდა იმ გამოწვევების გაანალიზება, რომელიც ეხება ხელოვნური ინტელექტსა და დიგიტალიზაციის პროცესს სამედიცინო განათლებაში.

რუმინეთში ყოფნისას ნინო თევზაძე, ასევე, შეხვდა პეკის უნივერსიტეტის (უნგრეთი) მედიცინის სკოლის ანატომიის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ქალბატონ ანდრეა ტამასს. მხარეებმა განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები სამედიცინო განათლების პრეკლინიკურ ეტაპთან დაკავშირებით.