თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოფიციალური მიწვევით ბელგიაში იმყოფებოდა

თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოფიციალური მიწვევით ბელგიაში იმყოფებოდა

ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი,  ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების, ფარმაკოგნოზიის  დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ლაშა მსხილაძის 15-17 ივლისს ოფიციალური მიწვევით  ბელგიაში, ქალაქ ლიეჟის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა  შეხვედრები  მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის - ფარმაკოგნოზიის, კლინიკური ტოქსიკოლოგიის და სასამართლო მედიცინის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის და ბიოფარმაციის  ლაბორატორიის ხელმძღვანელებთან. 

შეხვედრების დროს უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროექტების განსახორციელებლად,  Erasmus + საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში.  ლიეჟის უნივერსიტეტმა, ასევე, დიდი ინტერესი გამოხატა სამეცნიერო მიმართულებისა და სასწავლო პროგრამების მიმართ  და გამოთქვა მზად ყოფნა  თანამშრომლობასა და ერთობლივი აქტივობების მხარდაჭერაზე.