თსსუ-ში წიგნის „კლინიკური ოფთალმოლოგიის მორფოლოგიური საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა

თსსუ-ში წიგნის „კლინიკური ოფთალმოლოგიის მორფოლოგიური საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი  წიგნის „კლინიკური ოფთალმოლოგიის მორფოლოგიური საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა. 

წიგნში აღწერილია მხედველობის სისტემის ყველა ის მახასიათებელი, რომელთა სიღრმისეული ცოდნაც აუცილებელია ოფთალმოლოგიის შესწავლისას.

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს გადმოცემულია სწორედ იმ კლინიკურ ჭრილში, რომელიც ოფთალმოლოგიის პრაქტიკულ საქმიანობაში გვხვდება.

გარდა ამისა, მოცემულ წიგნში პირველად არის აღწერილი საქართველოში ოფთალმოლოგიის განვითარების ისტორია X საუკუნიდან დღემდე.

წიგნის ავტორები არიან: ალექსანდრე ჩიჩუა - მედიცინის დოქტორი, ექიმი ოფთალმოლოგი; გიორგი ჩიჩუა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ოფთალმოლოგი; გიგი გორგაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი.

რედაქტორები: თსსუ-ის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი - ლიანა კიკალიშვილი; თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი - მერაბ დვალი. 

რეცენზენტები: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი - რუსუდან რუხაძე; თსსუ-ის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი - რამაზ შენგელია; თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი - ლუიზა გაბუნია; თსსუ-ის კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - ლეილა ჯანდიერი; თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის დოქტორანტი - ანზორ გოგიბერიძე.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე, სხვადასხვა პროფესიის ექიმები, თსსუ-ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.