C ჰეპატიტისა და შიდსის უფასო სკრინინგის აქცია სამედიცინო უნივერსიტეტში

C ჰეპატიტისა და შიდსის უფასო სკრინინგის აქცია სამედიცინო უნივერსიტეტში

2016 წლის 2 მარტს,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა. რაც დაავადების დროულ გამოვლენას ემსახურება, მისი შემდგომი მკურნალობის მიზნით.

აქციის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის“  მიმდინარეობაზე ესაუბრნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  ვალერი კვარაცხელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

ტესტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მობილურ სადგურებში გაუკეთეს სტუდენტებსა და თანამშრომლებს.

თსსუ, როგორც სამედიცინო განათლების ლიდერი სამედიცინო  და ინოვაციების მხარდამჭერი უნივერსიტეტი,  აქტიურად არის ჩართული ყველა ახალ წამოწყებასა და პროექტში.  აღნიშნულის გათვალისწინებით  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა წარმოადგინა ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც თსსუ–ის სტუდენტებს, რეზიდენტებს, აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალს,  თსსუ-ის კლინიკების, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს ნებაყოფლობით ჩაუტარდებათ სკრინინგ-ტესტები,  თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.  კვლევის ხარჯებს თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაფარავს.