ჩემპიონატი ნარდში და შაშში

ჩემპიონატი ნარდში და შაშში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით ( სპორტის დეპარტამენტის ხელ-ლი სოლომონ ერგემლიძე ) დ სპორტისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით (დირექტორი ზაურ ფხალაძე) 2017 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა ჩემპიონატი ნარდში და შაშში.

შაშის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 16 სტუდენტმა.

გამოვლინდა გამარჯვებული,   შაშში:

I ადგილი მოიპოვა II სემესტრის  სტუდენტმა ბაგრატ ბუღაშვილმა, II ადგილი მოიპოვა  II სემესტრის სტუდენტმა დაჩი ხონელიძემ, ხოლო III ადგილი წილად  ხვდა  III სემესტრელ სტუდენტს სოლომონ ერგემლიძეს

ნარდის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 20 სტუდენტმა.

I ადგილი მოიპოვა   IV  სემესტრის სტუდენტმა ავთანდილ ჩავლეიშვილმა, II ადგილი მოიპოვა  VI სემესტრის სტუდენტმა თედო ჭელიძემ და III ადგილი დაიკავა I სემესტრის სტუდენტმა სიმონ კვაჭაძემ.