ჩემპიონატი პირველ კურსელთათვის მინიფეხბურთში

ჩემპიონატი პირველ კურსელთათვის მინიფეხბურთში

2012 წლის 6 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე “სპორტულ მოედანზე”, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით, ჩატარდა პირველკურსელთა ჩემპიონატი მინიფეხბურთში.
მონაწილეობა მიიღო 12 გუნდმა :
01."Tbilisi City”;
02."Hamodey”;
03."Gangnam- Style”;
04."არისტოკრატები”;
05."ცხოველაი”;
06."ბაბუს თეთრი ხალათი”;
07."XXI”;
08."მადაგამსკდარი”;
09."გაუჩუ”;
10."ჟიმნი” ;
11."კუნთები”;
12"ჰადესი”.

ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს გუნდებმა: “არისტოკრატები”, “Tbilisi City”, “ჰადესი”, “მადაგამსკდარი”.
ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა ანგარიშებით:

“Tbilisi City” - “მადაგამსკდარი” – (ძირითადი დრო : 2:2 ; პენლები :3:0);
“არისტოკრატები” – “ჰადესი’ ( ძირითადი დრო 4-4; პენლები 4:5 ).

ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს შეხვდნენ მედიცინის ფაკულტეტის გუნდი “ჰადესი” და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გუნდი “Tbilisi City”.

თამაში დასრულდა “Tbilisi City”-ს გამარჯვებით – 7:5.

ტურნირში გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციები:

საუკეთესო ფეხბურთელი – ვახო გულიტაშვილი (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკ.);
საუკეთესო ბომბარდირი - ჯუბა ავალიშვილი (მედიცინის ფაკ.);
საუკეთესო მცველი - დავით ზოდელავა (მედიცინის ფაკ.);
საუკეთესო მეკარე – ლაშა ოსეფაშვილი (მედიცინის ფაკ.).