ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2016 წლის 6 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ჩინეთის დელეგაციას ძილინის პროვინციიდან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:

  • ჩე სიულანი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული სახალხო კონგრესის მეთორმეტე მოწვევის დელეგატი, ძილინის პროვინციის   სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • ლი სიაოძიე - ძილინის პროვინციის ქალთა ფედერაციის ხელმძღვანელი
  • იუ შოუჩენი – ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი; სახალხო კონგრესის ეთნიკური უმცირესობების, საზღვრისმიღმა ჩინელებისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ვიცე–ხელმძღვანელი
  • ჭენგ კანგი – ძილინის სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე–ხელმძღვანელი
  • ფენგ შანგხონგი – ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის გენერალური ოფისის ვიცე–ხელმძღვანელი
  • ჭანგ დონგ იუ – ძილინის პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი
  • ლი სიაოიუნგი – ძილინის პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი
  • ლი ტონგცი - ძილინის პროვინციის „Environmental Polytron Technologies Inc“-ის აღმასრულებელი დირექტორი
  • ლი ტონგიანი – ძილინის პროვინციის მეწარმე ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, Changchun people's Printing Co.Ltd-ს გენერალური მენეჯერი;  მეწარმე ქალთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი
  • ძიანგ ფენგსია - Changchun Jianye Group Co., Ltd.-ს გენერალური მენეჯერი; ძილინის პროვინციის მეწარმე ქალთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, რექტორის აპარატის უფროსი ნინო რუხაძე,  თსსუ–ის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის  უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია, სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“–ს  საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურის კოორდინატორები: ცისია ფანჩვიძე და თამარ ნამორაძე.

აღსანიშნავია, რომ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე და ჩინეთის რესპუბლიკის ძილინის პროვინცია დაძმობილებული  მხარეებია.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სტუმრებს უნივერსიტეტის ტრადიციებისა და სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ. რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შესახებ პრეზენტაცია ასევე გაკეთდა  პაპუნა მარგველიძის მიერ.  

შეხვედრაზე დაიგეგმა უნივერსიტეტსა და ძილინის პროვინციას შორის ურთიერთთანარომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხები, რომელიც მხარეებს შორის მჭიდრო კავშირის განვითარების საწინდარი გახდება. 

ვიზიტისას სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი.

დასასრულს, სტუმრები  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის სახალხო ანსამბლის კონცერტს დაესწრნენ, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ: სახალხო ანსამბლის ხალხურ საკრავთა კვარტეტი, ხალხური სიმღერის   გოგონათა ანსამბლი "დეკა", სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“.