ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჩინეთის, სინცზიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (新疆医科大学) დელეგაცია უნივერსიტეტის კლინიკის ვიცე-პრეზიდენტების - პაერჰატი-ბაიჰეტის და მუჰუიატის, ასევე,  კლინიკის წარმომადგენელთა: იანგ პინგის, ხიუ იანის, იანგ ინინგის და მულადიერ-დუოლ ი კუნის შემადგენლობით. დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი აბესაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი. სტუმრებმა ისაუბრეს ჩინეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემაზე, სინცზიანის უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკაზე. მოისმინეს ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაზე. როგორც ჩინეთის დელეგაციის წარმოამდგენლებმა აღნიშნეს, მათი ვიზიტის მიზანი იყო სინცზიანის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის განათლების, მედიცინისა და კლინიკის მენეჯმენტის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება.

მათ დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა და მაღალი შეფასება მისცეს მას.

ბატონმა პაერჰატი-ბაიჰეტიმ ჩინეთში მიიწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია.

შეხვედრის დასასრულის ბატონმა პაერჰატი-ბაიჰეტიმ ჩინური სიმბოლური სამახსოვრო საჩუქარი გადასცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ქართული ეთნოკულტურისთვის დამახასიათებელი სუვენირები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმბოლიკიანი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სტუმრებს.