სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდისა და თსსუ-ის ერთობლივი აქტივობა

სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდისა და თსსუ-ის ერთობლივი აქტივობა

2020 წლის 15 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა  და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა  ღონისძიება,  რომელიც შეეხო ბავშვის ჯანსაღი კვების, ჯანმრთელობის პრევენციისა და მოვლის მნიშვნელობის საკითხებს, მომავალი თაობის სრულფასოვანი აღზრდისთვის. 

ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტებს, რომლებიც არიან მშობლები, გადაეცათ სხვადასხვა პროდუქტი ბავშვების მოვლისა და ჯანსაღი კვების ხაზიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ  გადაცემა - "რა? სად? როდის?" მოაზროვნეებიც, მათ შორის: ბ-ნ გიორგი ბაქრაძე, ბ-ნ ლაშა კილაძე, ქ-ნ ირინა ფრუიძე.