კონფერენცია - თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები

კონფერენცია - თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები

2019 წლის 20-24 მარტს ქ. ბარსელონაში (ესპანეთი) სტომატოლოგიური კორპორაცია Ultradent-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია - "თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები" გაიმართა.

კონფერენციას ესწრებოდა ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე. კონფერენციის ფარგლებში ძალზედ საინტერესო ლექცია-მასტერ კლასები ჩატარდა ესთეტიკურ სტომატოლოგიასა და ენდოდონტიაში. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მასტერ კლასის ფარგლებში Ultradent-ის მიერ ორგანიზებული იყო სადემონსტრაციო პრაქტიკული კურსი (Hands-on), სადაც ნებისმიერ მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა აეთვისებინა Ultradent-ის მიერ მოწოდებული ახალი მასალებისა და საშუალებების თავისებურებები.

პროფესორ მარინა მამალაძეს საშუალება მიეცა წარედგინა საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მაგალითზე კბილთა რესტავრაციისა და ენდოდონტიის პროცესში კომპანია Ultradent-ის მიერ მოწოდებული საშუალებების გამოყენების თითქმის 10 წლიანი გამოცდილება.

კონფერენცია მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც მონაწილეებს ანიჭებდა თავიანთი მოსაზრებების, ზოგჯერ კრიტიკული შენიშვნების გამოთქმის თავისუფლებასაც კი.