კონფერენცია ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური პრობლემები’’

კონფერენცია ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური პრობლემები’’

2022 წლის 17-18 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია - ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური პრობლემები’’.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სხვადასხვა სემესტრის სტუდენტებმა, აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს მოხსენებები ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ  დარგის  აქტუალურ და საგულისხმო საკითხებზე, მათ შორის: COVID-19  პანდემიის მართვის და გამოწვევების, ვაქცინაციის, ინფექციური დაავადებების გავრცელების, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურებისა და  ნუტრიციოლოგიის მიმართულებით. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის ადმინისტრაცია.

კონფერენციას თსსუ-ის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი მარინა ციმაკურიძე  გაუძღვა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.