კონფერენცია - „Expanding the Possibilities”,

კონფერენცია - „Expanding the Possibilities”,

2018 წლის 31 მარტს, სასტუმრო ქორთიარდ-მარიოტში კომპანია 4Hospitals/Polytech Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია - „Expanding the Possibilities”, რომელიც ეძღვნებოდა ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის აქტუალურ საკითხებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ, რომელმაც წარადგინა თანამედროვე ხედვა ძუძუს კიბოს ონკოპლასტიკური ქირურგიის მიმართულებით, ჩარევების ჩვენება-უკუჩვენებები, რა სახისა და მოცულობის ქირურგიული  ტექნიკის  გამოყენება არის შესაძლებელი სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების დროს და რა პოტენციურ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული არასწორად დაგეგმილი სამკურნალო სტრატეგია.

ხაზგასასმელია, რომ ი.კოხრეიძის მოხსენება „ძუძუს კიბოს ონკოპლასტიკური ქირურგია: მკურნალობის „ოქროს სტანდარტი“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მხრიდან მოწონება დაიმსახურა და რომელიც სრულად ეფუძნება ამ ორგანოს ონკოპათოლოგიათა მკურნალობის თანამედროვე ხედვას, ქირურგიული მკურნალობის სტანდარტის სახით დანერგილია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

გამოცდილების გაზიარებისა და დიკუსიის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ძუძუს ესთეტიკურ და პლასტიკურ-რეკონსტრუქციულ ქირურგიაში არსებულ პრობლემატიკას, კონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი შეხვედრების სამომავლოდ გაგრძელების აუცილებლობას.