„EMSA თბილისის“  წარმომადგენელთა შეხვედრა პირველსემესტრელებთან

„EMSA თბილისის“ წარმომადგენელთა შეხვედრა პირველსემესტრელებთან

   
   

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელებს შეხვდნენ „EMSA თბილისის“  (ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია) წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში, „EMSA თბილისის“  პრეზიდენტმა, მარიამ წივწივაძემ სტუდენტებს გააცნო ამ ორგანიზაციის ფუნქცია და მიზნები.  ისაუბრეს დაგეგმილ პროექტებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველსემესტრელებს საშუალება ჰქონდათ, გაერთიანებულიყვნენ ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციაში.