ERASMUS+ ფარგლებში ლიეტუველმა სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს

ERASMUS+ ფარგლებში ლიეტუველმა სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს

თსსუ-ის ხელშეწყობით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, ლიეტუველმა სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს.

სტუდენტები: ნორინკევიჩიუს იუსტასი და შუტიკე მონიკა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის მეექვსე სემესტრელ სტუდენტებს შემოდგომის სემესტრში შეუერთდნენ.

მათ სტომატოლოგიურ კლინიკაში ოპერაციული ოდონტოლოგიის პროპედევტიკის სრული კურსი, ასევე სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის ერთი სემესტრი გაიარეს.