ERASMUS+-ის კოორდინატორის,  ნინო კანდელაკის ვიზიტი   ბერლინში

ERASMUS+-ის კოორდინატორის, ნინო კანდელაკის ვიზიტი ბერლინში

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ERASMUS+-ის კოორდინატორი ნინო კანდელაკი იმყოფებოდა  ბერლინში სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის  პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების კოორდინატორებთან ჩაატარა ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტმა (გერმანია).

შეხვედრაში მონაწილეობდა ევროპის 12 უნივერსიტეტის 28 წარმომადგენელი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ნინო კანდელაკის პრეზენტაციამ თსსუ-ის საერთაშორისო პროექტების და ინტერნაციონალიზაცის  შესახებ დამსწრეთა ინტერესი დაიმსახურა.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო კანდელაკი შეხვდა შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებს: ულრიკე არნოლდს, ლუც შტაინერს, პამელა გლოვაცკის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ERASMUS+-ის გრანტით ამთავრებენ სადოქტორო პროგრამას შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში.

შეხვედრისას განიხილეს უნივერსიტეტებს შორის  გაცვლითი პროგრამების  დეტალები,  დაიგეგმა თსსუ-ის  ოთხი დოქტორანტის დაფინანსება 3 თვის განმავლობაში შესაბამისი მოდულების გასავლელად.

ასევე განიხილეს აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის საკითხი.

ეს პროექტი  2019 წლის ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.