ERASMUS+ პროექტი „სამედიცინო (ჯანდაცვის) განათლებაში ურთიერთდასწრების მექანიზმის და მიზნების შემუშავება  (SPRING)

ERASMUS+ პროექტი „სამედიცინო (ჯანდაცვის) განათლებაში ურთიერთდასწრების მექანიზმის და მიზნების შემუშავება (SPRING)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, ჩართულიაERASMUS+ პროექტში „სამედიცინო (ჯანდაცვის) განათლებაში ურთიერთდასწრების მექანიზმის და მიზნების შემუშავება“  (SPRING) „Capacity Building in Higher Education project  SPRING  “SETTING PEER REVIEW INSTRUMENTS AND GOALS FOR MEDICAL (HEALTH) EDUCATION”(project 609528-EPP-1-2019-1-GE-EPPKA2-CBHE-JP)“(609528-EPP-1-2019-1-GE-EPPKA2-CBHE-JP). პროექტის  მიზანს წარმოადგენს კოლეგიალური ურთიერთდასწრების ინსტრუმენტების გამოყენებით სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, მოლდოვა, ბელორუსია) და შუა აზიაში (ყაზახეთი, ტაჯიკეთი). პროექტის ფარგლებში 5 პარტნიორი ქვეყნის 12 ინსტიტუტი  ბულგარეთისა და ლიტვის 2 ინსტიტუტის ექსპერტთა ცოდნითა  და გამოცდილებით ისარგებლებს. 

პროექტი უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების მდგრადობას, ქმედითობას და გამოყენებას ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიული ჟურნალის “აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში/განათლებაში რეცენზირება” (PRIMED-EECA) დაფუძნებითა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამედიცინო/ჯანდაცვის განათლების  დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტთა ასოციაციის  (PRAMED-EECA) შექმნით, რომელიც  გულისხმობს:

- მაღალკვალიფიციურ  და ხელმისაწვდომ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას.

- აღნიშნულ რეგიონებში სამედიცინო სკოლების  საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ეფექტურად მომზადების პროცესში დახმარებას.

2020-2021 წწ. თსსუ-ის აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა (10) მონაწილეობა მიიღეს ERASMUS+ project SPRING Distance Learning პროექტის ფარგლებში გამართულ ონლაინ-სემინარებში „ხარისხის უზრუნველყოფა სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  სფეროში/განათლებაში“ (Quality Assurance in Medical and Public Health Education) და „აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სწავლება საერთაშორისო ექსპერტიზისა და  აკრედიტაციის პროცესში“ (Training of Academic and Administrative Personnel in Peer Review and International Accreditation ).  

სემინარები ERASMUS+ ორგანიზებითა და  ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბაუ) მხარდაჭერით გაიმართა. სემინარებს ხელმძღვანელობდა პროექტის კოორდინატორი ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან მეტრეველი; სემინარს უძღვებოდნენ  ბულგარეთისა და ლიტვის პროფესორები (სოფიისა და ლიეტუვის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტები); ამას გარდა, SPRING-ის  ფარგლებში თსსუ-ის თანამშრომლებმა, როგორც ექსპერტებმა, მონაწილეობა მიიღეს გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა.დ. სახაროვის სახელობის ეკოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის აკრედიტაციის პროცესში.