“ERASMUS    MUNDUS“-ის  II აქტივობის  პროექტების  „ALRAKIS“  და  „ELECTRA“-ს პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

“ERASMUS MUNDUS“-ის II აქტივობის პროექტების „ALRAKIS“ და „ELECTRA“-ს პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 18 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანანთლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლეველების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული “ERASMUS MUNDUS“-ის II აქტივობის პროექტების „ALRAKIS“ და „ELECTRA“-ს შესახებ  საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ავალიანი, უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი, ირინე სულხანიშვილი და გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია), საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტანია ფალკოვსკი.

ERASMUS MUNDUS“-ის II აქტივობის პროექტებმა „ALRAKIS“  და  „ELECTRA“ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში.