ERASMUS -ის სტუდენტური ქსელის მონაწილეები თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში

ERASMUS -ის სტუდენტური ქსელის მონაწილეები თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრმა მიმდინარე წლის 15 მარტს უმასპინძლა ორგანიზაცია “Erasmus Student Network”ს და ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოში მყოფ უცხოელ სტუდენტებს.

თსსუ-ის სტუმრებს შეხვდა და ცენტრის შესახებ ინფორმაცია გააცნო კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო „112“-ის დირექტორის მოადგილის მაია გიორგაძის პრეზენტაცია- სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი.