EURACT-ის საბჭოს სხდომა სკოპიეში

EURACT-ის საბჭოს სხდომა სკოპიეში

 

24–26 აპრილს ოჯახის ექიმთა მასწავლებლების ევროპის აკადემიის (EURACT) საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სკოპიეში (მაკედონია).  სხდომას ესწრებოდა  თსსუ–ის საოჯახო მედიცინის ასოცირებული პროფესორი,  ოჯახის ექიმთა მასწავლებლების ევროპის აკადემიის საბჭოს წევრი საქართველოდან – გივი ჯავაშვილი.

სხდომაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, საბჭომ დაამტკიცა EURACT-ის ახალი წევრები, მათ შორის ერთი ახალი წევრი საქართველოდანაც – მირანდა ტიგინაშვილი, რის შემდეგაც  ჩვენი ქვეყნიდან  უკვე 25 წევრია გაერთიანებული საბჭოში. საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება 2014 წელს, 2–4 ოქტომბერს პორტოში (პორტუგალია). სამომავლოდ კი გადაწყდა, რომ  EURACT-ის ეგიდით შემუშავებული სასწავლო კურსების ციკლის Leonardo-ს ფარგლებში მომავალ წელს (2015 წლის ოქტომბერში) საქართველოში ჩატარდება განახლებული სასწავლო კურსი. სავარაუდოდ,  საქართველოდან უფასოდ მონაწილეობა შეეძლება 3 მასწავლებელს, რომლებიც სამედიცინო სფეროში მუშაობენ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.