თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის კონცერტს  ემორის უნივერსიტეტმა უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის კონცერტს ემორის უნივერსიტეტმა უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის კონცერტს 25 მარტს ემორის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. თსსუ-ის ანსამბლი 45 კაციანი შემადგენლობით აშშ-ში მცხოვრები ქართული დიასპორის, ემორის უნივერსიტეტისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლების წინაშე წარსდგა.

მიუხედავად დაანონსებული უამინდობისა, მარგარეტა ტეილორის სახელობის მისაღები მაყურებლებს ვერ იტევდა. ემორის ცენტრში ქართული ხალხური ფოლკლორის ჰანგები ჟღერდა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ემორის უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი ვიკას სუკატმე, აღმასრულებელი დეკანი, პროფესორი ბილ ილი, ემერიტუს დეკანი, პროფესორი კლაუდია ატკინსონი, ასისტენტ დეკანი გორდონ ჩორჩვარდი და სხვა.

ღონისძიებაზე თსსუ-ის კულტურის ცენტრის დირექტორმა და ანსამბლის ხელმძღვანელმა ბადრი მაჭავარიანმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანს, პროფესორ გორდონ ჩორჩვორდს თსსუ-სთან თანამშრომლობისა და ანსამბლის აშშ-ში მასპინძლობის აღსანიშნავად სიმბოლური საჩუქარი გადასცა. საღამოს უძღვებოდა ღონისძიების ორგანიზატორი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი. კონცერტი ეძღვნებოდა ემორის უნივერსიტეტის პროფესორის, თსსუ-ის საპატიო დოქტორის, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის, კენეტ ვოლკერის ხსოვნას (გარდაიცვალა 2018 წლის 23 თებერვალს). თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა დაუვიწყარი წუთები აჩუქა ემორის უნივერსიტეტში მისულ საზოგადოებას.