პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ გაიმართება. ინიციატივა მედიცინის სფეროს ექსპერტებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს გააერთიანებს.

ღონისძიება ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებს, მკვლევრებს, კლინიცისტებს, ინჟინრებსა და ჯანდაცვის სექტორის ექსპერტებს 10 ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი და იორდანია.

ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე მედიცინაში, დარგობრივ ინოვაციებსა და სექტორის მომავალზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიურ პერსონალს, სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებს, პედაგოგებსა და ინოვატორებს როგორც მომხსენებლის, ისე მსმენელის სტატუსით. ასევე, შეძლებენ მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში და გაუძღვნენ ვორქშოფებს  - ამისთვის მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია იქნება საჭირო.

კონფერენციის თემატური მიმართულებებია:

 AI სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში;

 AI სამედიცინო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში;

 AI კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში.

მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 28 სექტემბერი, 2026;

პასუხების შეტყობინება: 5 ოქტომბერი, 2026;

ყველა მიღებული აბსტრაქტი გამოქვეყნდება კონფერენციის ოფიციალურ კრებულში.

საბოლოო ნაშრომის წარმოდგენის ვადა მათთვისაც, ვისაც სურს თავისი საბოლოო ნაშრომის კონფერენციის ოფიციალურ კრებულში გამოქვეყნება: 9 ნოემბერი, 2026.

აბსტრაქტების კრებული და კონფერენციის საბოლოო მასალები გამოქვეყნდება ISSN-ისა და DOI-ის მინიჭებით.

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 29 - 30 ოქტომბერი: Hilton Garden Inn

მონაწილეობისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ აქ.