პირველსემესტრელ სტუდენტთა ტრადიციული კონფერენცია  თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში

პირველსემესტრელ სტუდენტთა ტრადიციული კონფერენცია თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში

   2023 წლის 23 იანვარს გაიმართა პირველსემესტრელ სტუდენტთა  ტრადიციული კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში“, მასში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების სტუდენტებმა.

ღონისძიებაზე წარდგენილი იყო 14 სტუდენტური ნამუშევარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვადასხვა პრობლემებზე. იგი წარიმართა ქართულ და ინგლისურ ენაზე. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

კონფერენციაზე  სტუდენტებს ქონდათ შესაძლებლობა, აუდიტორიის წინაშე გამოევლინათ ბიოსამედიცინო კვლევის პრინციპებისა და მეთოდების გამოყენების, კრიტიკული ანალიზის, სწორი დასკვნების გაკეთების და  მათი პრაქტიკაში განხორციელების უნარები. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანისათვის ეს იყო პრობლემის დანახვის, მისი ანალიზისა და შეფასების პირველი გამოცდილება.