თსსუ-ის Horizon Europe საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში 2024 წელს გამოცხადებული საკონკურსო პროექტები განიხილეს

თსსუ-ის Horizon Europe საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში 2024 წელს გამოცხადებული საკონკურსო პროექტები განიხილეს

2024 წლის 5 თებერვალს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - Horizon Europe საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში გაიმართა შეხვედრა, სადაც თსსუ-ის Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის ხელმძღვანელმა თამარ გვასალიამ სამიზნე ჯგუფს 2024 წლის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ ხაზი გაუსვა თსსუ-ში მიმდინარე პროექტების ფარგლებში სამეცნიერო საქმიანობის და კვლევითი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და მისი ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე განიხილეს პროექტების კონცეფცია, განხორციელების ეტაპები, სირთულეები და მათი გადაჭრის გზები. კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში თსსუ-ის Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა. გარდა ამისა, მოისმინეს მედიცინის აკადემიური დოქტორის, ნიკოლოზ ვაჩაძის წარმატების ისტორია, რომელმაც დეტალურად ისაუბრა მისი პროექტის განვითარების ეტაპების შესახებ. 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.