2019 წლის 11 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჯერი ო’სალივანი, ირლანდიის ერასმუს + ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც მოწვეული იყო საქართველოს ერასმუს + ეროვნული ოფისის მიერ ირლანდიის და ქართული უნივერსიტეტების თანამშრომლობის დამყარების მიზნით გამართულ საკონტაქტო სემინარზე.
შეხვედრაზე ნინო კანდელაკმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერასმუს+ ინსტიტუციურმა კოორდინატორმა გააკეთა პრეზენტაცია თსსუ–ის საერთაშორისო აქტივობების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო აფციაური, მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოაგილე ინგა კახნიაშვილი, კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი პროფესორი ირმა მაჯავიძე.
შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.