თსსუ-ის ვიცე რექტორის, პროფესორ სოფიო ბახტაძის თანაავტორობით ეპილეფსიის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების გლობალური სამოქმედო გეგმა შემუშავდა

თსსუ-ის ვიცე რექტორის, პროფესორ სოფიო ბახტაძის თანაავტორობით ეპილეფსიის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების გლობალური სამოქმედო გეგმა შემუშავდა

2022 წლის იანვარში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) 150-ე სესიაზე წარმოდგენილი იქნა ეპილეფსიის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების გლობალური სამოქმედო გეგმა (IGAP). მისი მიზანია ამ დაავადებებთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის და სერვისების ხელმისაწვდომობის თანაბრად უზრუნველყოფა მსოფლიოში. 

2022 წლის 27 მაისს WHO-ს 75-ე ასამბლეამ  დაამტკიცა აღნიშნული სამოქმედო გეგმა. მისი განხორციელების მიზნით WHO-სთან შეიქმნა ორგანიზაცია OneNeurology, რომლის წევრიც გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე- რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე. 

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მისი განხორციელების პირველ ეტაპზე შეიქმნა დოკუმენტი, სადაც განხილულია საკითხები თავის ტვინის ჯანმრთელობის, როგორც ჯანდაცვის პრიორიტეტული მიმართულების, ცნობადობის გაზრდის შესახებ.  აღნიშნული დოკუმენტი, პროფესორ სოფიო ბახტაძის თანაავტორობით, გამოქვეყნსდა ჟურნალში „Lancet Global Health” -  მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით (იმპაქტ-ფაქტორი - 34.2).                                დოკუმენტი, როგორც სავალდებულო სამოქმედო გეგმა გავრცელდა სხვადასხვა დიპლომატიურ მისიასა და WHO-ს რეგიონულ წარმომადგენლობებში.
საკითხის უპირობო მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნულ სტატიას სპეციალური მიმართვა მიუძღვნა “Lancet Global Helath”-ის მთავარმა რედაქტორმა, სათაურით „No health without brain health”.