მედიცინის ფაკულტეტის გამოსაშვები ღონისძიება - 2019

მედიცინის ფაკულტეტის გამოსაშვები ღონისძიება - 2019

2019 წლის 7 ივნისს თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვები ღონისძიების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედქალაქის ეზო საზეიმოდ მოეწყო,  სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტივობა. 

კურსდამთავრებულებს, ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გახსნისას, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა სიტყვით მიმართეს. პროფესორებმა  მადლობა გადაუხადეს კურსადამთავრებულებს  ექვსწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის და  წარმატება უსურვეს კარიერულ საქმიანობაში. მათ, ასევე,  აღნიშნეს რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორც კურსდამთავრებულების ალმა-მატერი, ყოველთვის გვერდში დაუდგება თსსუ-ელებს მათი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის მომავალშიც და ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების  წარმატებულ მოღვაწეობას სამედიცინო სფეროში. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორმა პროფესორმა ხათუნა თოდაძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა წარმატებული სტუდენტები საპატიო მანტიით შემოსეს.

ოფიციალური ცერემონიალის, ფიცის დადებისა და ქუდების აყრის აქტივობის შემდეგ, ადგილზე მოსული კურსდამთავრებულებისა და სტუმრებისთვის თბილისის მერიის ბიგ-ბენდმა კონცერტი გამართა.

აღსანიშნავია, რომ მედიცინის ფაკულტეტის 2019 წლის გამოსაშვებ საღამოზე 500-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დადო ფიცი.