2022 წლის 14 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ბაკალავრის ქართულ- და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
კურსდამთავრებულებს ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ, დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ანა ბოჟაძემ, ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ანი ბებრიშვილმა, „PSP“-აკადემიის მენეჯერმა, თსსუ-ის მოწვეულმა პედაგოგმა ეკა ფრუიძემ, „ავერსის“ სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელმა ლალი დათეშიძემ და „გეფას“ ადამიანური რესურსების მოტივაციის მენეჯერმა ლიკა ხარატიშვილმა.
ტრადიციულად, ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ეს დღე გაულამაზეს თსსუ-ის მეგობარმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა. მათთვის თსსუ-ის ეზოში მოწყობილ „ავერსის“, „გეფას“, „PSP“-ს სპეციალურ სივრცეებში მრავალფეროვანი აქტივობით გაფერადებული ღონისძიება შედგა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულმა კურსდამთავრებულმა ამ კომპანიებისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღო.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ფარმაცევტულ კომპანიებს: „გეფა“, „PSP“ და „ავერსი“ მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
თსსუ-ის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს, უსურვებს მათ კარიერულ წინსვლას და წარმატებულ მომავალს!