თსსუ-ის დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება - 2022

თსსუ-ის დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება - 2022

2022 წლის 13 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული სტომატოლოგის ქართულ და უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა  გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

კურსდამთავრებულებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ,   სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ყიფიანმა, მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა სამსონ მღებრიშვილმა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ელენე ცქრიალაძემ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს, უსურვებს მათ კარიერულ წინსვლას და წარმატებულ მომავალს!