თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2024 წლის 12 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტში თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, ასევე მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფში "საჩუქრად საკუთარი დნმ", რომელიც ადამიანის გენომის და ეპიგენომის ლაბორატორიაში ჩატარდა. 

გარდა ამისა, თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ მოსწავლეებს ევროპის დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ესეების და ვიდეო კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია (www.dnaday.eu), რომელშიც ყოველწლიურად მოსწავლეები საქართველოდანაც იღებენ მონაწილეობას. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას, მათ დაინტერესებას მეცნიერებით, ასევე, სასკოლო სასწავლო პროცესის აკადემიური დონის ამაღლებას.