თსსუ-ს ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტისა და  პლატფორმა ECHO-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

თსსუ-ს ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტისა და პლატფორმა ECHO-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტისა და საერთაშორისო პლატფორმა Project ECHO- წარმომადგენლები ესტუმრნენ. უცხოელმა სტუმრება თსსუ-ის აკადემიური პერსონალისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს.

როგორც ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და ამ პროექტის ადმინისტრატორმა აღნიშნეს, ECHO- მოდელი წარმოადგენს ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესში.

მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს - Project ECHO- წარმომადგენლებს ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტიდან. ჩვენი აკადემიური პერსონალი მზად არის მიიღოს მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა ამერიკელი კოლეგებისგან.“ - ამ სიტყვებით გახსნა ტრენინგის პირველი დღე თსსუ-ის რექტორმა, პროფესრომა ირაკლი ნატროშვილმა.

Project ECHO არის ვირტუალური სასწავლო ქსელი, რომელიც აერთიანებს ადამიანთა ჯგუფებსა და მენტორებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობები. პლატფორმა სპეციალისტებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ მსოფლიო ექსპერტებს, გაიზიარონ გამოცდილება და ერთობლივად გააუმჯობესონ პაციენტებისა და საზოგადოების ჯანმრთელობა მთელ მსოფლიოში.

ჩვენ ვსაუბრობთ ECHO- სისტემაზე, მის სასწავლო მოდელზე,იმაზე თუ რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი და გიზიარებთ მრავალწლიან გამოცდილებას, რათა გაგიმარტივდეთ საქმიანობა და დაზოგოთ დრო თქვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.“ - ამ სიტყვებით მიმართა თსსუ-ის აკადემიურ პერსონალს გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების დირექტორმა, ექსპერტმა და ინფექციონისტმა დოქტორმა ბრიუს სტრუმინგერმა.

ECHO- მოდელი ამჟამად მსოფლიოს 195 ქვეყანაში ფუნქციონირებს და ადგილობრივ სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ სპეციალიზებული ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკები, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის, განათლებისა და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.