პროფესორ იოსებ კვაჭაძის 90 წლისთავსადმი მიძღვნილინ  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ერთობლივი კონფერენცია

პროფესორ იოსებ კვაჭაძის 90 წლისთავსადმი მიძღვნილინ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ერთობლივი კონფერენცია

მიმდინარე წლის 1 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ერთობლივი კონფერენცია, რომელიც პროფესორ იოსებ კვაჭაძის დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.

 კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას მიესალმა პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი. მან მიმოიხილა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის საქმიანობა და ისაუბრა უკვე დამკვიდრებულ ტრადიციაზე - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის სამეცნიერო კონფერენციით აღნიშვნაზე.

აუდიტორიას მიესალმა და პროფესორ იოსებ კვაჭაძის ცხოვრებაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ. 

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გამოცხადდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც ჯილდოები გადასცა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ:

ოქროს ბუმბული გადაეცა პაატა კერვალიშვილს, ოქროს ლანცეტი - თსსუ-ის ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზურაბ კაკაბაძეს, ოქროს სტეტოსკოპი - პროფესორ გურამ რცხილაძეს, ხოლო მადლიერების სიგელი - პროფესორ იოსებ კვაჭაძის ოჯახს.

სიგელი „რჩეული ქართველი“ გადაეცა ამაგდარ ემიგრანტს, ელისო ტარასაშვილს და „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გენერალურ  მენეჯერს, მაკა ბურჯანაძეს.

თსსუ-ის ნეონატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირაკლი ფავლენიშვილმა, საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, სიგელები გადასცა რუსეთ-საქართველოს ომში გაწეული საექიმო თავდადებისთვის შემდეგ ნომინანტებს:  ბაადურ ზიმლიცკის; თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ჯონი ჯანაშიას; დავით მუხიგულს; „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ სოციალური პროექტების დირექტორს, ივანე ცხომელიძეს; თსსუ-ის სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორს, დავით ცხომელიძეს.

პროფესორმა დავით ცხომელიძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით განაცხადა, რომ ბატონი გიორგი ჩახუნაშვილი დაჯილდოვდა როგორც „2017 წლის რჩეული  საქართველოში“.

კონფერენციის შესავალი ნაწილის დასრულების შემდეგ აუდიტორიამ მოისმინა სამეცნიერო მოხსენებები.